პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც საკუნსტიტუციო ცვილებებზე საჯარო განხილვა მიმდინარეობს პოლიტიკოსების გარდა, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
„მე ვფიქობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა დაყენებული საქართველოს პრეზიდენტისგან, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა, რადგან ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ მოსამზადებელი ინიციატივები, ამისთვის აუცილებელია საჯარო განხილვები და სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან,“ - განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა.
შეხვედრაზე იმყოფება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.
მისი თქმით, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ დამატებითი განხილვები იქნება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვინდა გავიგოთ რა ფორმატზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ დამატებითი განხილვები იქნება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და ასეთი განხილვები ნებისმიერმა დაინტერესებულმა ჯგუფმა შეიძლება ჩაატაროს. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია იყოს საკონსტიტუციო კომისიას შორის. ძალიან სამწუხაროა, რომ არცერთი მხარე არ აკეთებს იმას, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს ერთმანეთთან,“ - აცხადებს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






