პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. შეხვედრაზე იმყოფებიან, როგორც საპარლამენტო ისე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. შეხვედრის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა:
„დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი საკიტხის ირგვლივ შევიკრიბეთ, როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტმა ინიცირება გააკეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვის, ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანების, განმტკიცების, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა.
მაგრამ როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი? ალბათ, არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი.
იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების განმთლიანების წინაპირობა, ამისთვის, ჩვენ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში. კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას, კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით- „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ და იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არის კონსტიტუცია, ყველამ იცის, რომ სხვა კანონმდებლობა სწორედ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, ქვეყნის ყველაზე კვალიფიციური იურისტები და კონსტიტუციონალისტები წერენ ამ დოკუმენტს, მაგრამ ამასთან ერთად, შემკვეთი, სულისჩამდგმელი ამ დოკუმენტისთვის არის სწორედ ქართველიხ ხალხი, დავფიქრდეთ, კონსტიტუცია არის თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ნება თანაცხოვრების კონკრეტულ წესთან მიმართებით, ეს არის თითოეული მოქალაქის კონტრაქტი თავის თანამემეამულეებთან და სახელმწიფოსთან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ვფუნქციონირებდეთ როგორც ერი და სახელმწიფო. როგორ უნდა გავერთიანდეთ ერთიანი მიზნებისა და ცხოვრების წესის ირგვლივ, სწორედ ამიტომ იმისთვის რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს „კონსტიტუცია ყველასია“, რომლის მიზანიც არის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ინტერეს ჯგუფებს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულებების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყენას, მივცეთ შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია ამ უმნიშვნელოვანეს თანხმობის დოკუმენტში.
ამ პროექტის შიგნით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ყველას, გამოხატოს თავისი აზრი, გვჯერა, რომ ამ პროცესით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, იმიტომ, რომ მთავარი შემკვეთის, მთავარი სულისჩამდგმელის ხმას და მოსაზრებას მას ნათლად გავაგონებთ.
ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომლებიც ყველამ ვიცით, იმედია კითხვის ნიშანი საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა, გარკვეულწილად პასუხგაცემული იქნა. საუბარი იყო პრეზიდენტის არჩევის წესისი შესახებ, სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა. მაგრამ კიდევ ბევრი საკითხი არის, რომლის ტაობაზეც მე პირადად თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს, მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ, თვითმმართველობის შესახებ, იმის თაობაზე თუ რა მექანიზმებით შეიძლება საზოგადოება ცართული იყოს სახელმწიფო მმართველობის პროცესში, ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატიულ პროცესს, არამედ ჩვენ ვეხმარებით მიმდინარე პროცესს დემოკრატიის მეშვეობით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






