"ჩემს აწყობილ სტრუქტურებს მე უკან არ ვუბრუნდები ხოლმე"- ანდრიაძე "ერთსულოვნებაში" დაბრუნებას უარყოფს
პოლიტიკა - 14:31, 10 Mar, 2017     8409
„ქართული უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ხელმძღანელობას არ აპირებს. ამის შესახებ ანდრიაძემ „იმედთან’ სატელეფონო საუბარში განაცხადა. მისი თქმით ამის არც სურვილი აქვს და არც საჭიროება არსებობს:

„არანაირი სურვილი არა მაქვს და არც საჭიროება არაა, იმიტომ რომ ჩემს აწყობილ სტრუქტურებს მე უკან არ ვუბრუნდები ხოლმე, სრულიად საკმარისი იქნება იქ პატრიარქის ნებისმიერი ერთგული ადამიანის დანიშვნა. არც შეთავაზება არ არსებობს და არც ჩემგან ინიციატივა. ძველი მეპატრონეებისგან ტელევიზიების დაბრუნება ცალკე კომენტარების საგანია. საპატრიარქოში იციან არანაირი სურვილი არა მაქვს და არც საჭიროება არაა რომ მე იქ დავბრუნდე.“- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პატრიარქის და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით აღნიშნული თანამდებობა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დაატოვებინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მეუფე პეტრეს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, რომელიც საპატრაირქოში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.

წმიდა სინოდის თქმით მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის. წმიდა სინოდის გუშინდელი დადგენილებით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გაფრთხილება მიეცა და გათავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.

გიორგი ანდრიაძის "ერთსულოვნებაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი მეუფე პეტრემაც გააკეთა, მისი თქმით, თუ ასე მოხდა ეკლესიისთვის ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42