ლევან იზორიას გადაწყვეტილებით რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ახალი ბინა დაუკანონდა
პოლიტიკა - 14:19, 10 Mar, 2017     1160
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო. ლევან იზორიას ბრძანების საფუძველზე, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. დღეს კი, იუსტიციის სახლში დოკუმენტების ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ, დავით რუსიტაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ბინის სანახავად გაემგზავრა და ახალი საცხოვრებელი ფართი ადგილზე დაათვალიერა.

საცხოვრებელი ფართის დათვალიერების შემდეგ დავით და ირმა რუსიტაშვილები მათივე თხოვნით, ლევან იზორიამ სამუშაო კაბინეტში მიიღო.

დავით რუსიტაშვილის ცხრასულიანმა ოჯახმა ბინის გასაღები საჩუქრად საზეიმო ვითარებაში ჯერ კიდევ 2016 წლის 8 მარტს მიიღო. თუმცა, ქმედებას ხუთი თვის განმავლობაში მსვლელობა არ მისცემია. უძრავი ქონების დაკანონება, მისი ოფიციალურად გადაცემა არ მომხდარა, რის გამოც დაირღვა ვადებიც. საკითხის შესწავლის მიზნით, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით მოხდა მისი დეტალური შესწავლა. მინისტრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადასცა და დაუკანონა.

„მოგეხსენებათ სამართლებრივი საფუძვლების შექმნა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, ამ ვადების გასვლის შემდეგ ყველანაირი სამართლებირივი საფუძვლები ბათილდება. რუსიტაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ყველანაირი ვადები დარღვეული იყო, თუმცა, მინისტრის დავალებით, მოხდა საკითხის ძირეული შესწავლა და შეიქმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის გამოიცა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რეესტრში გაფორმდა დოკუმენტაცია და შესაბამისად რუსიტაშვილების ოჯახი უკვე უძრავი ქონების კანონიერი მფლობელები არიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა.

დავით და ირმა რუსიტაშვილების ოჯახიდან ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა - კაპრალი ქართლოს რუსიტაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იმყოფება, ხოლო მიხეილ რუსიტაშვილი I ქვეით ბრიგადაში მსახურობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42