„ახლა იმ ქალისა და მისი დაფურთხებულის ფოტო არ მომთხოვოთ მაშინდელივით“
სოც.მედია - 13:25, 10 Mar, 2017     8035
„ვიცი, რომ ყველას ავტობუსიდან გადმოგდებული ჩემი ,,ლეგენდარული'' შავკანიანი ბიჭი გაგახსენდებათ, მაგრამ გაგახსენდებათ და გაგახსენდეთ. აი, დარდი“ - წერს პუბლიცისტი ლელა კოდალაშვილი, რომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ შავკანიანი ბიჭის ისტორიას გასულ წელს დიდი ხმაური მოჰყვა. ლელა ამჯერად ფისბუქის პირად გვერდზე მორიგ ამბავს აქვეყნებს.

ლელა კოდალაშვილი: „დღეს N4 ,,მარშრუტკაში'' ზედმიწევნით შავი გოგო იჯდა ასე, წლინახევრის ბუსკუნა ბიჭუკელათი, ცხადია, ბიჭუკელაც შავი იყო და თან სასაცილო, გაფშეკილი აფრიკული ნაწნავებით სულ მთლად ენით აუწერელი საყვარლობა გახლდათ.
გვერდით სათნო თეთრგვრემანი ბებო ეჯდა და ამრეზილი ათვალიერებდა. ადგილი არ იყო და თავზე დავადექი. თან ბიჭუკელას ბურდღუნზე მეღიმება.
ბებო მეუბნება - რას ჰგავს ეს უპატრონო...
მე ვეუბნები - რას ამბობთ, ნახეთ, რა საყვარელი ბიჭოა.
ბებო ახლა მე მათვალიერებს, მალე მძღოლს ეუბნება, გოგებაშვილის კუთხესთან გამიჩერეთო, ბიჭუკელას გაფშეკილ ნაწნავზე ,,აბიჟნიკი'' ხულიგანივით ჰკრავს თითს, ,,ტფუ'', დაფურთხების იმიტაციას აკეთებს დედა-შვილის მიმართულებით, და მედიდურად ჩადის...
პ.ს. ახლა იმ ქალისა და მისი დაფურთხებულის ფოტო არ მომთხოვოთ მაშინდელივით“...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42