„პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს ეს ჩემთვის საინტერესო არაა, საინტერესო ჩემთვის არის კონკრეტულად კომისიის მუშაობა , თუ რა შედეგს დადებს კომისია საბოლოოდ. პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ზოგადად საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმუშაოს ისე როგორც ქვეყანას და მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც კონკრეტულად იცის ეს საქმე და დარწმუნებული ვარ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც იქნება მიღებული, იქნება ძალიან გამართული.“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას იწყებს გიორგი მარგველაშვილი, მესამე სექტორს, კონსტიტუცონალისტებს, დიპლომატებსა და დაინტერესებულ პირებს შეხვდება. აღნიშნულ შეხვედრაზე პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობასაც ელოდებოდა, თუმცა მმართველი გუნდი შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურ რეჟიმში გამართვა, პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის უპატივცემულობად შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები






