საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა - არასამთავრობოების აზრით მმართველი გუნდის ბოიკოტი უსაფუძვლოა
პოლიტიკა - 12:21, 10 Mar, 2017     1294
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მართავს საზოგადოებასთან. იწყება კონსტიტუციის ირგვლივ მსჯელობა და კარგი იქნებოდა ამ პროცესში ხელისუფლება ჩართულიყო. სამწუხაროდ ხელისუფლებამ სხვა პოზიცია აირჩია. ის პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს და ეს მოქმედებები შეიძლება აიხსნას იმით, რომ ისინი კონსტიტუციის საკუთარ თავზე მოსარგებად ემზადებიან"- განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

საიას ხელმძღვანელი კი ხელისუფლების ბოიკოტს უსაფუძვლოს უწოდებს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რაც შეიძლება მეტი ფორმატი უნდა შეიქმნას, რომ არსებითად მოხდეს კონსტიტუციაზე მსჯელობა.

"ამას ითვალისწინებს კონსტიტუციის ცვლილების პროცესი, საერთო სახალხო განხილვები უნდა დაიწყოს, თუმცა თუ მანამდეც მოხდება კონსტიტუციის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა, იქნება ეს პრეზიდენტის ეგიდით მოწვეული შეხვედრა, არასამთავრობოების თუ თვითონ პარლამენტის, ამაში დამაზიანებელი არაფერი არ იქნება"- თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება. ის სამ საათზეა ჩანიშნული და 170 სტუმარია მიწვეული. დღეს კამპანიის პრეზენტაციაა დაგეგმილი და მიწვეულ სტუმრებს იმ ღონისძიებებს გააცნობენ, რომელსაც მოიცავს საერთო საყოველთაო განხილვის პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42