მესამე სექტორის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული მოდელი უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების გაკონტროლების საფრთხეს შეიცავს.
არასამთავრობოები კანონის მიღების შემთხვევაში, მის გასაჩივრებას გეგმავენ. არ არის გამორიცხული საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნოს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი არ არის ის, რომელიც შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაწეულ რეკომენდაციებს, ხოლო პრეზიდენტის ინიციატივას, რომ შეხვდეს ყველა ფრაქციას, გაესაუბროს მას, ეს მისი ლეგიტიმური უფლებაა. აქვს დღევანდელ უმრავლესობას სრული რაოდენობა დეპუტატებისა იმისთვის, რომ დაძლიოს ვეტო და ალბათ ასეც მოხდება. წავალთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გზით თუ პირდაპირ სტრასბურგში ამას გადავწყვეტთ და ყველა ვარიანტში ჩვენ ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ,“ - განაცხადა IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.
არასამთავრობოები ჩაერთვებიან კონსულტაციებშიც, რომელსაც კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






