გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს
პოლიტიკა - 21:16, 09 Mar, 2017     1065
საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს:

„ძვირფასო დონალდ, მსურს გულითადად მოგილოცოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა. ევროკავშირის ქვეყნებმა თქვენ კიდევ ერთხელ დაგაკისრეს უაღრესად საპატიო და საპასუხიმგებლო მისია, როგორც უაღრესად გამოცდილ და გამჭრიახ პოლიტიკოსს. თქვენ განსაკუთრებით რთულ და ცვალებად სამყაროში გიწევთ მოღვაწეობა. დღეს ჩვენი საერთო ევროპული ოჯახი მრავალი გამოწვევის წინაშეა. დარწმუნებული ვარ რომ თქვენი გამოცდილება, შემართება, პრინციპულობა და შორსმჭრეტველობა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს როგორც არსებული პრობლემების მოგვარებაში, ასევე ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხორციელებაში.

მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის სუვერინეტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციაში ხელშეწყობისათვის. მინდა ასევე განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ის როლი, რომელიც თქვენ, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა შეასრულეთ საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაში.

მე კვლავაც დიდი იმედითა ვუყურებ თქვენთან შემდგომი თანამშრომლობას. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი ინიციატივების რეალიზებას ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის. მინდა მოგიწვიოთ საქართველოში ოფოციალური ვიზიტით. თქვენი ჩამობრძანება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ახალი ერთობლივი წამოწყებების რეალიზაციისათვის.

წრფელი პატივისცემით კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო პოსტზე არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს შემდგომ საქმიანობაში“- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42