კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის საზმაუს სამეურნეო საბჭოს მოუწოდებს უზრუნველყონ მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა
პოლიტიკა - 18:20, 09 Mar, 2017     867
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და სამეურვეო საბჭომ ვერ უზრუნველყვეს სხდომაზე განსახილველი საკითხების საჯაროობა. კერძოდ, სხდომადე, მაუწყებლის ვებგვერდზე არ გამოქვეყენებულა იმ დოკუმენტების პროექტები, რომელზე მსჯელობაც 2017 წლის 7 მარტის სხდომაზე უნდა გამართულიყო. შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ საშუალება წინასწარ გაცნობოდნენ დოკუმენტებს და გამოეხატათ თავისი პოზიცია, მოემზადებინათ შენიშვნები და კომენტარები;

სამეურვეო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით მიიღო დებულებაში ცვლილებები, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ იყო დებულებაში ცვლილებების მიღება საჭირო 7 მარტს, მაშინ როდესაც ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2017 წლის 17 ივლისია მითითებული;

როგორც საბჭოს სხდომაზე დადასტურდა, მაუწყებლის მენეჯმენტს დებულებაში ცვლილების შეტანის გარეშეც შეეძლო ახალი სატელევიზო ბადისთვის საჭირო კონკურსების გამოცხადება. ამ ფონზე კიდევ აქტუალური ხდება კითხვა თუ სინამდვილეში რა იყო დებულებაში ცვლილებების შეტანის ლეგიტიმური მიზანი;

მიუხედავად არა ერთი კითხვისა, მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ვერ/არ ისაუბრეს თუ პოტენციურად რამდენ ადამიანთან არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას შეიძლება შეეხოს დებულებაში შეტანილი ცვლილებები;

მენეჯმენტის მიერ გასაჯაროებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამოქმედო გეგმა არ წარმოადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას; იგი არ შეიცავს ფინანსურ გათვლებს და აჩენს ბევრ კითხვას. არ ჩანს შეფასდება თუ არა არსებული სამაუწყებლო ბადე სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით, ან როგორ გამოიყენება ეს კრიტერიუმები კონკურსში წარმოდგენილი ახალი პროექტების შესაფასებლად.

მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, ბუნდოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის და რადიოების მომავალი. ისევე როგორც არქივის გაციფრების და გარეწარმოების საკითხები;

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები და უზრუნველყონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა და დაგეგმილი კონკურსების საჯაროობა”- აღნიშნავენ კოალიციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42