„მოვიდა დრო სხვამ უნდა გააკეთოს უფრო მეტი საპატრიარქოს ტელევიზიისთვის, მე რაც შევძელი გავაკეთე, მადლობა უფალს. ერთი ძალიან საინტერესო სიბრძნეა , თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა- არაფერი დაუკარგავს, თუ ადამიანმა დაკარგა ფული ან ქონება- არაფერი დაუკარგავს, შეიძლება უფრო მეტი იშოვოს, თუ დაკარგა ჯანმრთელობა- არაუშავს შეიძლება მაინც დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ თუ დაკარგა მადლი- ყველაფერი დაკარგული აქვს. ამას თვით უქმინდესი ქადაგებს ძალიან ხშირად და მე ვცდილობ რომ მადლი არ დავკარგო დანარჩენი არანაირი პრობლემა არაა. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილება იყო, პირადად უწმინდესმა გადაწყვიტა რომ საპატრიარქოში ტელევიზიაში მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს ვინმე სხვამ, მე არ ვიცი ვინ.“- განაცხადა მეუფე პეტრემ,
ჭყონდიდელ მიტროპოლიტს შეკითხვა დაკავებული დეკანოზის შესახებაც დაუსვეს, თუმცა მეუფე პეტრეს თქმით, მან არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა მამა გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით და ჩამოართვეს თუ არა მას მღვდელმსახურების უფლება:
„არ ვიცი ეს მე არ მომისმენია, ალბათ ოქმი გაკეთდება, მე არ ვიცი, ამაშ მონაწილეობა არ მიმიღია.“- განაცხადა მიტროპოლიტმა.
მასალის გამოყენების პირობები






