"ხელისუფლება გაბრაზებული ბავშვივით იქცევა, ჯიუტად რომ ცდილობს, არ აღიაროს მისი ცელქობა"- სტრასბურგის სასამართლო და ,,ოცნების“ მესიჯბოქსი
პოლიტიკა - 14:08, 09 Mar, 2017     1421
ქართული ოცნების მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გაკეთებულ შეფასებებს და ხელისუფლების მესიჯს, რომ რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს "ნიუპოსტთან" ექსპერტი კოტე ჩოკორაია გამოეხმაურა.


მისი თქმით, ხელისუფლების განცხადებები გაბრაზებული ბავშვის პოზიციას ჰგავს.

"მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების განცხადებები არის დემაგოგია და გათვლილია მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ასე ღრმად ვერ ერკვევიან პროცედურულ საკითხებში. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2 -ის საქმესთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკური დამოკიდებულება ჰქონდა და დღეს თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს ვითომდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვით. მოიხსენიებს რუსთავი 2 -ს და ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს მოწინააღმდეგე მხარედ. ჩემი მოსაზრებით ეს არასწორი, პოლიტიკური განცხადებებია, უპატივცემულობაა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსი, უპატივცემულობაა იმ კონვენციის, რომელზეც სახელმწიფოს აქვს ხელი მოწერილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროსასამართლოს. ხელისუფლება ამ განცხადებებით ცდილობს გადაიფაროს ის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით. ალეგორიულად რომ შევხედოთ, ხელისუფლების განცხადებები გაბრაზებული ბავშვის პოზიციას ჰგავს, რომელიც ჯიუტად ცდილობს, რომ არ აღიაროს მის მიერ ჩადენილი გარკვეული ცელქობა. ასეთი განცხადებები საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ნიშნავს"- განაცხადა ექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42