რესპუბლიკელები მმართველ გუნდის განცხადებებს მანიპულაცია და არაკეთილსინდისიერს უწოდებენ
პოლიტიკა - 13:46, 09 Mar, 2017     1199
საქართველოს რესპუბლიკური პარტია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გამოხატულ პოზიციას ეხმაურება და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რ2 ებრძვის სახელმწიფოს, მანიპულაციას და არაკეთილსინდისიერ საქციელს უწოდებს:

"საქართველოს ევროპამ დაუდასტურა უპირობო მხარდაჭერა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სამართლებრივად და ბრიუსელმა - პოლიტიკურად დაიცვა თითოეული ჩვენგანი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, როგორც ევროპული ოჯახის წევრები.

საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებით, ევროსასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით ჩვენს ქვეყანაში ყველამ ერთად დავიცავით მედია პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი. ამ პროცესმა დაადასტურა, რომ სწორედ ხელისუფლების თვითნებობისგან დაგვიცვა თითოეული ჩვენგანი ევროპამ.

საქმე, რომელიც იხილება სტრასბურგში ეს არის საქმე სახელმწიფოს, დიახ , საქართველოს წინააღმდეგ, რაც არის სტანდარტი ნებსიმიერი დავისას ევროსასამართლოში. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება შეგნებულად ეფარება, არის ტყუილი და მანიპულაცია.

„რესპუბლიკელები“ ვალდებულნი ვართ, შევახსენოთ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ძალზე მკაცრი გზავნილი მიიღო ევროპარლამენტარებისგან, პარლამენტის სპიკერს და მის უმრავლესობას, რომლებიც ავრცელებენ ამ ტყუილს, რაც ცალსახად არის ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი, შეგნებულად ნუ დაამატებთ უკვე დაშვებულ შეცდომებს კიდევ უფრო დიდ შეცდომას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შედეგზე თქვენ, ხელისუფლება, ხართ პასუხისმგებელი.

როგორც ევროპის საბჭო, ისე ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების გარდაუვალი არჩევანი. ამ პროცესებმა დაადასტურა, რომ ევროპა ჩვენი პარტნიორია დეკლარირებულად და საქმითაც. თითოეული ჩვენგანის სვლა ევროატლანტიკური არჩევანისკენ არის შეუქცევადი და ვერც ერთი ხელისუფლება ამ არჩევანს ვერ წაგვართმევს, აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი მართვისას დაშვებული შეცდომებითა თუ შეგნებული მანიპულაციებით.

სტრასბურგის სასამართლო არის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და მას შეიძლება მიმართოს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქემ ინდივიდუალურად, ეს რიცხვი 800 მილიონს უტოლდება. ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება აქვს ხელისუფლებას, და შესაბამისად, საკუთარი უფლებების დაცვისას მოქალაქე სტრასბურგში სწორედ რომ ხელისუფლებას ედავება. ამიტომ, ნებისმიერი ხაზგასმა, რომლითაც ვლიდენა მცდელობა, რომ მოქალაქეებს აუბნიონ თავგზა და აჩვენონ, თითქოს, რუსთავი 2 ებრძვის სახელმწიფოს, არის მანიპულაცია და არაკეთილსინდისიერი საქციელი, ასევე, აპელირება იმაზე, რომ ეს არის ორ კერძო პირს შორის დავა, ესეც არის უპასუხისმგებლო განცხადება, რადგან ამ პროცესში, უკვე ოფიციალურად, მხარე არის სახელმწიფო, საქართველოს მოქმედი მთავრობის სახით.

რესპუბლიკელები, ისევ დაუღალავად გავაგრძელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და როგორც ევროპის სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის უსამართლო პროცესზე შედეგიანად ვითანამშრომლეთ ევროპელ პარტნიორებთან, ასევე შედეგიანად დასრულდება თანამშრომლობა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვინდა როგორც სამართლიანი სასამართლო, ასევე, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42