თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა
პოლიტიკა - 13:43, 09 Mar, 2017     1013
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა.

თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო მზადყოფნისთვის ზოგადად. ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომავალში, რათა ადგილზე შევძლოთ არა მხოლოდ შეკეთება, არამედ, სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით, უფრო მეტი ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოებაც“, - აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრს მასპინძლობა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვაჟა არევაძემ, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ და პირადმა შემადგენლობამ გაუწიეს. ლევან იზორიამ ბაზაზე ჯავშანტექნიკის, არტილერიის, აგრეგატებისა და სხვა საამქროები დაათვალიერა. მინისტრი ბაზის ისტორიას, ამოცანებსა და მიზნებს ადგილზე გაეცნო და პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა.

ბაზაზე მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და სხვა ოფიციალური პირები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42