"პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება პირდაპირ ურტყამს ქვეყნის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს"- ჩოკორაია
პოლიტიკა - 13:06, 09 Mar, 2017     2036
ექსპერტი კოტე ჩოკორაია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოუწოდებს გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას.

როგორც "ნიუპოსტს" ჩოკორაიამ განუცხადა, უმრავლესობის ბოლო დროს გაკეთებული განცხაებები პირდაპირ ურტყამს ქვეყნის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, მათდამი დამოკიდებულებასა და პატივისცემას.

"მე არ ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მიზანშეწონილია. არაფერი შესაშფოთებელი არ ხდება. პირიქით, ძალიან საინტერესოა ნებისმიერი საჯარო ინსტიტუტის ჩართულობა კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში. ხშირად ჩვენ ვხედავთ და ვხედავდით, საკონსტიტუციო კომისიების პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრები აწყობდნენ ხოლმე სხვადასხვა ტიპის დისკუსიებს, განხილვას ქვეყანაში აქტუალურ, კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისით, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რაიმე ტიპის ნაბიჯებს გადადგამს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ცალსახაა, რომ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა, ჩემი აზრით არასაგნობრივი, არასწორი მითითებების გაკეთება. მაგალითად ირაკლი კობახიძის განცადება, რომ თუ ის (პრეზიდენტი) კარგად არ მოიქცეოდა 2018 ში არ ჩაატარებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს განცხადებები პირდაპირ ურტყამს ქვეყნის კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, მათდამი დამოკიდებულებასა და პატივისცემას"- განაცხადა "ნიუპოსტთან" კოტე ჩოკორაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42