იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 13:34, 09 Mar, 2017     1365

ქართული ღვინის სემინარი-პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენის ,,FOODEX JAPAN 2017”-ის ფარგლებში გაიმართა. გამოფენის ოფიციალურ გახსნასა და ქართული ღვინის პრეზენტაციას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.

ქართული ღვინის სემინარს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა და მას ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 6 დასახელების ქართული ღვინო.

როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, იაპონელი ღვინის ექსპერტები დიდი ინტერესს გამოხატავენ ქართული ღვინის სტილებით და განსაკუთრებით - ქვევრის ღვინით.

„იაპონიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია. იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების საქმიანი ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას„ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2017” ტოკიოში 7-10 მარტს ტარდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, აღნიშნულ გამოფენაზე სულ 11 ქართული, მათ შორის 6 ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი - “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კომპანი“ და „შუხმანის ღვინოები“.

„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42