საჯარო რეესტრის ყველაზე პოპულარული ონლაინ სერვისი უძრავ ქონებაზე ამონაწერის მომზადებაა
პოლიტიკა - 13:18, 09 Mar, 2017     1604
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ონლაინსერვისებით მოქალაქეები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ.

ყველაზე პოპულარული ონლაინ სერვისი უძრავ ქონებაზე ამონაწერის მომზადებაა. დღემდე ამ სერვისით 190 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.

ინფორმაციის მეტი დაცულობისთვის საჯარო რეესტრმა 20 თებერვლიდან, უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ასახვა დაიწყო, სადაც მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. შესაბამისად, უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა.

ძველი, ანუ 2017 წლის 20 თებერვლამდე მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვა მხოლოდ ამონაწერის განახლების შემთხვევაშია შესაძლებელი. მოქალაქეებს ამონაწერის განახლება ტერიტორიული ოფისების, იუსტიციის სახლების და საზ. ცენტრების გარდა, ელექტრონულადაც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ამონაწერის ელექტრონულად განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით, იმავე დღეს მიღება კი 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარი.

საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ელექტრონულად უძრავი ქონების რეესტრის ყველა სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს. დაინტერესებულ პირს, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ს დახმარებით შეუძლია ინტერნეტით მოითხოვოს და ინტერნეტითვე მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია.

საჯარო რეესტრის სერვისებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და ინტერნეტიზაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ონლაინსერვისებს სულ უფრო აქტუალურს ხდის. საჯარო რეესტრში განხორციელებულმა ტექნოლოგიურმა რეფორმამ მოქალაქეებს საშუალება მისცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა თუ რაიონებში ჩაუსვლელად უძრავი ქონების რეესტრის ნებისმიერი მომსახურება ელექტრონულად მიიღონ. შედეგად, სარეგისტრაციო პროცედურები დაჩქარდა, გამარტივდა, კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42