სტრასბურგის სასამართლო და ,,ოცნების“ მესიჯბოქსი - ,,ქართული ოცნების ისტერიკა, რომელიც მათ შანსებს კიდევ უფრო ამცირებს
პოლიტიკა - 13:17, 09 Mar, 2017     3103
ქართული ოცნების მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გაკეთებულ შეფასებებს და ხელისუფლების მესიჯს, რომ რუსთავი 2 არის საქართველოს წინააღმდეგ, შეფასებები მოჰყვა ექსპერტულ წრეებში.

,,ჯიპა“-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ ეს არის ხელისუფლების ისტერიკა, რაც უკვე წაგებულ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

,,ეს არა მხოლოდ სტრასბურგში, ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგალითად ,,ჯონსონი შტატის წინააღმდეგ“ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პიროვნება შტატს უპირიპირდება. სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ, ასეთი ისტერიკის ატეხვა კიდევ უფრო დააზარალებს ქართულ ოცნებას და კიდევ უფრო შეამცირებს მათ შანსებს ამ პროცესში, რომელიც ისედაც უკვე წაგებული აქვთ, რადგან საქმე უკვე მიიღო სტრასბურგმა წარმოებაში. მათთვის ახლა, როგორც სჩანს, ისტერიკის ატეხვა უფრო მნიშვნელოვანია, ესენი არიან შიდაპოლიტიკური ბრძოლის მსხვერპლი და ამ ბრძოლას გადააყოლეს საგარეო პოლიტიკური საკითხებიც“ - აცხადებს ექსერტი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ აქ აუცილებლად დგება მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი. ექსპერტის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ მოსამართლეებს მომავალი არ უნდა ჰოქნდეთ.

,,ერთ გამოსავალს ვხედავ, ჩემი აზრით, ყველა მოსამართლე, რომელიც ამ საქმეში იყო გარეული - ზოგს დედა არ ჰყავდა ოჯახის წევრად, ზოგს მილიონი გადაუხადეს, ყველა ვინც აშკარად თავი შეირცხვინა, ვფიქრობ, რომ სანამ დასრულდება სტრასბურგში პროცესი, უნდა გადადგეს თანამდებობიდან. თუ აღმოჩნდება რომ ისინი მართლები იყვნენ, დაბრუნდნენ თანამდებობაზე. ფაქტია, რომ მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არა მხოლოდ მართლმსაჯულება, არამედ ქვეყნის დემოკრატია. ამით ისინი ხელიუსფლებასაც მისცემე უკან დახევის საშუალებას და თავადაც შეინარჩუნებენ ძირითად პროფესიულ ღირსებას, სხვა გამოსავალა მე ვერ ვხედავ. ფაქტია, იმ უმძიმესი გადაწყვეტილების შემდეგ რომელიც მიიღო სტრასბურგმა და ამ უმძიმესი მარცხის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განიცადა, ნორმალურ ქვეყანაში, წესით ასეთ მოსამართლეებს მომავალი არ უნდა ჰქონდეთ“ - აცხადებს შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42