"ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე ეს საქართველოს არაკეთილისმსურველებს ჰგონით. 5%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება უცნაურ სიხარულს, ნიშნის მოგებას რომელიც შეინიშნება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში, შინიშნება გარკვეულ ჯგუფებს შორის მერწუნეთ, რომ მომდევნო თვეში დასრულდება და ქვეყანა იმ ტემპებით გააგრძელებს წინსვლას რომელიც 2017 წლის იანვარში ცალსახად ნათელია"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე რა გეგმა აქვს მომავალ თვეს ხელისუფლებას რუსთავი 2 -თან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა განმარტა:
"მომავალ თვეს იგეგმება ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ასევე უვიზო რეჟიმი რეალურად ძალაში შედის წინ გველოდება ძალიან დატვირთული ტურისტული სეზონი, რომელსაც ახლავს ახალი ეკონომიკური სტიმულები"- თქვა თალაკვაძემ.
რუსთავი 2 -ის კორესპონდენტის მორიგ კითხვაზე, რა შუაშია ეს ყველაფერი რუსთავი 2 -თან "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: "რუსთავი 2 აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში".
მასალის გამოყენების პირობები






