ლიტვიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან მოვლენილი სამხედროები ქართველ პარტნიროებთან ერთად, სამი კვირის განმავლობაში, სამთო სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალს, მარშგადაადგილებას და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას ეუფლებიან. სამხედროები თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც უწევთ.
სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.
მასალის გამოყენების პირობები






