დევნილთა მინისტრის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტუილებას ნორმალურს უეოდებს.
„სტრასბურგმა თქვა, რომ მოდი რა დაველოდოთ, დამაცადეთ განვიხილავ და მერე შევიდეს ძალაში, თუ იგივე დარჩება. ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი, ამაში საგანგაშოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სასიხარულოს საზოგადოებისთვის ვერ ვხედავ,“-აცხადებს სოზარ სუბარი.
გია ვოლსკის თქმით, ევროპული სასამართლოს განხილვის თემაა დაირღვა თუ არა საერთშორისო კონვენციის კონკრეტული მუხლი და არა ვის ეკუთვნის რუსთავი 2.
„არ იხილება აქ ყარამანიშვილის არის თუ ხალვაში, აქ თემაა ასეთი, რომ რუსთავი 2 და ნაციონალური მოძრაობა უჩივის საქართველოს, მის ხელისუფლებას და ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ მსჯელობა რამდენად სრულად არის კონვენცია დაცული სასამართლოს თავისუფლების თაობაზე. თვითონ არსი საკითხი კიდევ ერთხელ გადაიფარა შესაბამისი პროპაგანდისტული მანქანით,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






