დეკანოზის ადვოკატი სკანდალური ფაქტების გასაჯაროებას აანონსებს - რამიშვილი პროკურატურას პასუხობს
პოლიტიკა - 15:09, 08 Mar, 2017     30333
მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ ე.წ ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.

დეკანოზის ადვოკატი, პროკურატურისგან ჩანაწერის სრული ვერსიის გამოქვეყნებას მოითხოვს.

"ნაწილ-ნაწილ არ უნდა გასაჯაროება, ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაასაჯაროონ, რა თემაზე საუბრობენ, როგორ იცინიან. საერთოდ დანაშაულის მომზადებისას სასაცილოდ არ აქვთ საქმე, სხვანაირად განიხილავენ საქმეს. პირდაპირ ვამბობ, უნდათ რომ საზოგადოება, რომელიც მამა გიორგის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, შეცდომაში შეიყვანონ და კითხვის ნიშნები შეიტანონ"- განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილი "ნიუპოსტთან" სკანდალური მასალების გასაჯაროებას აანონსებს.

"ძალიან მალე, ისეთ რაღაცებს დავდებ მე, ნახავთ, თავი და თავი სად არის. წინასწარ არ მიყვარს არაფერზე ლაპარაკი, ამას კარგად ვაყალიბებ. ერთი თვე თუ დასჭირდათ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ, მე ერთი თვე არ დამჭირდება, რამდენიმე დღე ჩემთვის საკმარისია. ყველა ყველაფერს გაიგებს, თუ პროკურატურას გააჩნია ინფორმაცია, მეც გამაჩნია, როგორც მის დამცველს ბევრი ინფორმაცია"- აღნიშნა დაკავებული დეკანოზის უფლებადამცველმა.

რამიშვილი აღნიშნავს, რომ "საქმეში პირადი ინტერესები" იკვეთება, თუმცა ვისი მსხვერპლია მამალაძე და არის თუ არა ეს პატრიარქის მდივან რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი, ადვოკატი არ აკონკრეტებს.

"ადამიანები როგორ მოქმედებენ და რას რა სახელს არქმევენ, ეს გამოჩნდება"- თქვა მან.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ უნდა დადოს უტყუარი ინფორმაცია, ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი.

"არ არსებობს ასეთი პირი, არაერთხელ მითქვამს, დამიდეთ თვალთვალისა და მიყურადების შედეგი. საჩუქრად მიეტანა ირაკლი მამალაძეს, ამ ორგანოებისთვის გამოერთმია. მიეტანა, ეთქვა გაძლევ და ფული იყოს ერთი თვის შემდეგ. აქ ხომ უდაო მტკიცებულება იქნებოდა?! აბა , ახლა რაღაცას რომ ცდილობენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, ადამიანისთვის მიეცათ, შეისყიდიდა და კითხვის ნიშანი არ დარჩებოდა"- დასძინა მან.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები, მათ შორის ვიდეომასალა გაასაჯაროა. შოთაძის უწყების ცნობით, მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირისგან შეიძინა.
შოთაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ "გიორგი მამალაძის ვერსია, თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, არის აბსურდული".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42