თავდაცვის მინისტრმა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დედებს 8 მარტი მიულოცა
პოლიტიკა - 13:57, 08 Mar, 2017     850
ლევან იზორია დღეს „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ ეწვია, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები სარეაბილიტაციო კურსს გადიან. თავდაცვის მინისტრმა ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე ყვავილებით და ტკბილეულით მიულოცა. სარეაბილიტაციო ცენტრში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი იმყოფებოდნენ.

ცენტრში სარეაბილიტაციო კურსის მორიგ ეტაპს 10 ბავშვი გადის. სარეაბილიტაციო ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მომდევნო სამი თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსს 43 ბენეფიციარი გაივლის. პროგრამის ფარგლებში ასზე მეტმა ბავშვმა სარეაბილიტაციო კურსი უკვე გაიარა.

„სახელმწიფოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვის უწებიდან აღნიშნულ ოჯახებს ექნებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა, თავდაცვის უწყება თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დახმარებისთვის და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.

სარეაბილიტაციო ცენტრში, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვთავაზობთ პირობებს იმისთვის რომ მოხდეს შეძლებისდაგვარად მდგომარეობის შემსუბუქება და ბავშვების გამოჯანმრთელება“. - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რომლითაც დაავადებული ბავშვების მკურნალობა მიმდინარეობს.

„კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის კურსი 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ცენტრის დირექტორის კობა კაბოსნიძის განცხადებით, ბენეფიციართა მასშტაბები გაიზარდა და სარეაბილიტაციო კურსს თბილისში რეგიონებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების შვილებიც გადიან, რომლებიც მკურნალობის პერიოდში ცენტრში ცხოვრობენ. კურსი პაციენტთათვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალიწინებს. ამ მიზნით, პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამა მზადდება. გარდა ამისა, მათთვის ცენტრი ფუნქციონირებს ფერწერის, ძერწვის, თიხის თერაპიის, ხატვისა და სხვა ჯგუფები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად სწავლობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42