„ევროპარლამენტარები არიან ისეთივე პარლამენტარები, როგორც მე გახლავართ, ბევრ მათგანზე ბევრად კომპეტენტური მეც ვარ და ჩვენი პარლამენტის წევრებიც,“- ამბობს დეპუტატი.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი აზრი.
„არ ვიცნობ ამ წერილს, მაგრამ მათ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი აზრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი. ეს არის დავა მესაკუთრეებს შორის, მიმდინარეობს მეორე დიდი საქმე - ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის იმ ევროპელ პარლამენტარებს მოვუწოდებ, რომ ამ საქმესაც მიაქციონ ყურადღება, როგორც პოლიტიკურ საქმეს,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






