„ეს არის ქართველი ჟურნალისტების, ქართველი საზოგადოების, რუსთავი2-ის და მთლიანად მთელი საქართველოს გამარჯვება, იმიტომ რომ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ივანიშვილის ხელისუფლება, რომლის მიზანიც ქვეყნის ჩამოშლაა, ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი და მისი მარიონეტული მთავრობა უხეშად ერევა ადამიანის უფლებებში.“- განაცხადა აკო მინაშვილმა.
შეგახსენებთ, 7 მარტს ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება უვადოდ შეაჩერა. 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგრძელა. შედეგად, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები






