ვერავინ ავნებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ისე, როგორც ამას თვითონ უკეთებს თავის თავს - ხარშილაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს
პოლიტიკა - 11:37, 08 Mar, 2017     2749
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება იმის გარდა, რომ ქართულ დემოკრატიას აზიანებს, საკუთარ თავსაც უქმნის პრობლემას.

ხარშილაძის განცხადებით, ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება პირდაპირი სიგნალია, რომ ქართულ სასამართლო სისტემას სერიოზული რეფორმა სჭირდება.

"ის განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ მოხდა სასამართლო სისტემის რეფორმირება და მისი დემოკრატიულ სტანდარტებზე აყვანა, არ შეესაბამება სიმართლეს და სტრასბურგის გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ის, რომ ქონების დავასთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სასამართლოს ლეგიტიმაცია ძალიან დაბალია"- განაცხადა ხარშილაძემ.

ექსპერტის განცხადებით, რუსთავი 2 -ის საქმის განხილვისას "მთავრობა რომ ერეოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აშკარაა".

"ეს დამტკიცდა კიდევაც, გამომდინარე იქიდან, როგორ იქცეოდნენ მოსამართლეები და როგორ ხდებოდა საქმისთვის მათი შერჩევა, გადაწყვეტილებები რა ქვეტექსტით გამოდიოდა. თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს არ იყო დავა ორ კერძო პირს შორის და ეს დამტკიცდა სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც, რომელმაც ძალიან მოკლე განხილვის შემდეგ, ოფიციალურად გამოაცხადა მხარედ საქართველოს მთავრობა და არა ქიბარ ხალვაში. ხელისუფლების სისტემური პრობლემაა სწორედ ის, რომ მან ვერ შეძლო არ გასცდენოდა სამართლებრივ ჩარჩოებს. მათი მიზანი იყო მოეხდინათ რუსთავი 2-ის მენეჯმენტის ცვლილება, რითაც ეს არხი კიდევ ერთ სატელიტ არხად გადაიქცეოდა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ზიანი უკვე მოუტანა საქართველოს, ქვეყნის ძალიან მოწყვლადი, ახალგაზრდა დემოკრატია ძალიან დაზარალდა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ დარტყმას მოუტანს თავად "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის მიმართაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების დამოკიდებულება შესუსტდება. ვერავინ ვერ ავნებს ისე "ქართული ოცნების ხელისუფლებას, როგორც ის თვითონ უკეთებს თავის თავს"- თქვა ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ძალაში უვადოდ დარჩება, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

სტრასბურგის შვიდმა მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა, შემდეგომ შეტყობინებამდე, დაადასტუროს 2017 წლის სამ მარტს მორიგე მოსამართლის მიერ ამ საქმეზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიება სასამართლოს წესების 39-ე მუხლის თანახმად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42