,,არ იქნება სასამართლოს ნდობა? არ იქნება მშვიდობა!“ - გია ხუხუშვილი რ2-ის საქმეზე მოსამართლეებს და ხელისუფლებას აფრთხილებს
პოლიტიკა - 11:28, 08 Mar, 2017     6494
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს.

მისი თქმით, „ცივილიზებული სამყარო ჩვენთან იმისთვის მოვიდა, რომ ერთად ვუმკურნალოთ სავარაუდო დაავადებას“.

„დღეს ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ და უპირველეს ყოვლისა, საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა გავიღვიძეთ სრულიად ახალ რეალობაში. რეალობაში, სადაც ცივილიზებული სამყარო თვითონ მოვიდა ჩვენთან და შემოგვთავაზა ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რომელიც შესაძლოა ახასიათებდეს ქართული სახელმწიფოს ჯერ კიდევ უმწიფარ სხეულს. მოვიდა არა იმისთვის, რომ დაგვსაჯოს, არამედ იმისთვის, რომ ერთად ვუმკურნალოთ სავარაუდო დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი საკმაოდ მტკივნეულია, ამასთანავე ის არის სისტემური გაჯანსაღების უნიკალური შანსი. შანსი იმისა, რომ გამოვიდეთ იმ მანკიერი წრიდან, რომელზეც ვტრიალებთ მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე და სწორხაზოვანი განვითარების გზაზე გავიდეთ"- აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, "ახლა დიდია ცდუნება ერთსა თუ მეორე მხარეს, რომ ისევ დავიყოთ პოლიტიკურ ბანაკებად და გადავეშვათ დაპირისპირების ახალ მორევში, რომლის შედეგადაც მოიგებს ან წააგებს რომელიმე მხარე, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაზარალდება ქართული სახელმწიფო".

"ჩვენი უახლესი ისტორია სწორედ ამ დრამატიზმით არის გაჟღენთილი და ახლა მაინც უნდა ვეცადოთ, რომ მორიგ ჯერზე არ გადავაყოლოთ ნაბან წყალს ბავშვი, ანუ ქართული სახელმწიფოს ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი სხეული.

მთავრი კითხვებია - რით უნდა დავიწყოთ? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი ამ გზაზე? ვის ერგო ეს ისტორიული საპატიო მისია, რომ საქართველოს სახელით უარი თქვას საკუთარ კომფორტზე და ამით ააცილოს ქვეყანას დაპირისპირების ახალი ტალღა? პასუხი მარტივია - ყველა ინსტანციის ის მოსამართლე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა ამ პროცესში. მათთან ერთად იუსტიციის საბჭოს მთელი შემადგენლობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო პროცესის მდგრადობა, მიუხედავად ბევრი მიმდინარე კითხვის ნიშნისა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

მათ ეს უნდა გააკეთონ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულნი, რადგან სასწორზე დევს ბევრად უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე თვითოეული ჩვენთაგანის პირადი მომავალია. მითუმეტეს, რომ თუ პროცესმა მათი სიმართლე დაამტკიცა, ქართული საზოგადოება აუცილებლად მისცემს მეორე შანსს, რომელსაც ისინი უფრო გაძლიერებულნი, წელგამართულნი გამოიყენებენ.

ჩემი აზრით, ეს არის გამოსავალი ხელისუფლებისთვის, სასამართლო სისტემისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოსთვის"- განმარტა გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ქართველ მოსამართლეებსაც მიმართავს:

"კიდევ ერთხელ ვეტყვი მოსამართლეებს სამ მარტივ ჭეშმარიტებას: არ იქნება სასამართლოს ნდობა? არ იქნება მშვიდობა! არ იქნება სასამართლოს ნდობა? არ იქნება ევროპული მომავალი! პატრიოტიზმი გულისხმობს უნარს, დათმოთ საკუთარი კომფორტი საქართველოს სახელით.

და ბოლოს მინდა მათ იცოდნენ, რომ მათი მხრიდან გაჯიუტებას, მაღალი ალბათობით, ბევრად უფრო მძიმე შედეგი მოყვება არა მარტო მათთვის, არამედ ყველასთვის და შესაბამისად, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ახლა იწერება ისტორია და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რა ფერის ასოებით ჩაიწერება მათი სახელები მასში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ძალაში უვადოდ დარჩება, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

სტრასბურგის შვიდმა მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა, შემდეგომ შეტყობინებამდე, დაადასტუროს 2017 წლის სამ მარტს მორიგე მოსამართლის მიერ ამ საქმეზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიება სასამართლოს წესების 39-ე მუხლის თანახმად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42