,,ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ანტი-ევროპული განაცხადი, რაზეც კითხვები წამოვა უცხოეთიდან“ - მამუკა ჟღენტი კობახიძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 23:26, 07 Mar, 2017     4612
იმის თქმა, რომ მომჩივანი უპირისპირდება/ებრძვის სახელმწიფოს თუკი მიმართავს სტრასაბურგის სასამართლოს არის არც მეტი არც ნაკლები უნიჭო დემაგოგია - ასე გამოეხმაურა ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი მამუკა ჟღენტი ირაკლი კობახიძის მიერ ,,არჩევანის“ ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას, რომ რუსთავი 2 სტრასბურგში საქართველოს უპირისპირდება.

,,საქართველომ მოახდინა ევროპული კონვენციის რატიფიცირება. მოახდინა იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების და საქართველოში მყოფი ყველა ადამიანის უფლებები კიდევ უფრო უკეთ დაეცვა. მიუხედავად იმისა, ხელისუფლების რომელი შტო დაარღვევს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. სწორედ ამიტომ ეწოდება სტრასბურგის სასამართლოში საქმეებს მომჩივანი და მჩივნეები სახელმწიფოს/სახელმეიფოთა წინააღმდეგ. მაგრამ იმის თქმა, რომ მომჩივანი უპირისპირდება/ებრძვის და ასე შემდეგ სახელმწიფოს თუკი მიმართავს სტრასაბურგის სასამართლოს და შესაბამისად, არის სახელმწიფოს მტერი, არის არც მეტი არც ნაკლები უნიჭო დემაგოგია, მითუმეტეს როდესაც ამას ამბობს იურისტი. ანუ ყველა, მათ შორის გირგვლიანის მშობლები სახელმწიფოს მტრები იყვნენ!!?? როდესაც ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არის სერიოზული ანტი-ევროპული განაცხადი, რომელიც ძირშივე ეწინააღმდეგება იმას, რისი აშენებაც გვინდა და დღემდე ვერ გვეღირსა. ვეჭვობ, ეს კიდევ ერთი თემაა, რაზეც წამოვა კითხვები უცხოეთიდან, საქართველოს რეალური პოზიციის დასაზუსტებლად - იყო ეს წამოცდომა, თუ გააზრებული მავნებლობა. სამწუხაროა, როდესაც არ გვესმის რა პასუხისმგებლობის მატარებლები ვართ, მითუმეტეს როდესაც ასეთ თანამდებობას იკავებ!“ - აცხადებს მამუკა ჟღენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42