პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონსტიუციო კომისიისთვის წარდგენილ ინიციატივაზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს. აღნიშნულ თემაზე კობახიძემ რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„ვინმემ რომ არ ჩათვალოს, რომ ეს ცვლილება ემსახურება პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის უფლების არმინიჭებას რომ კენჭი იყაროს შემდეგ არჩევნებში, ხომ არ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, რომ მომავალ წელს ჩავატაროთ პირდაპირი არცევნები და შემდეგ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, ამ შემთხვევაში შემოვიდა პერსონალური ფაქტორი და პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, არავის რომ არ ჰქონოდა იმის თქმის საფუძველი, რომ რაიმე კეთდება მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, ჩვენ შევთავაზეს კომისიას, რომ გავქვს გრძელვადიანი ხედვა, მაგრამ ვიზიარებთ კომისიის წევრთა მოსაზრებას. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, არცერთ პერსონაზე მორგებით არ იცვლება კონსტიტუცია,
როდესაც საუბარია დროებით რეგულაციებზე, ასეთი რამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით ბევრ ქვეყანაში მომხდარა, ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა, ჩვენ გვქონდა განხილვა კომისიაში, კომისიის წევრებისგან წამოვიოდა ეს ინიციატივა, ასევე გვქონდა განხილვა დიპკორპუსთან, იქიდანაც გაჟღერდა ეს ინიციატივა, რომ გამომდინარე პერსონალური ფაქტორიდან, იქნებ 2018 წელს ჩაატაროთ პირდაპირი არჩევნები. პერსონალურ ფაქტორებზე მიგვანიშნეს ჩვენმა კოლეგებმა და პარტნიორებმა, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ნულოვან დონეზე ითვალისწინებს პერსონალურ ფაქტორებს, კომისია მუშაობს გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, კომისია აყალიბებს სისტემას, რომელიც მომესახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესებს. ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ არა გიორგი მარგველაშვილისთვის, არამედ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გამო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






