"ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა"- კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 22:53, 07 Mar, 2017     7844

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეგნებულად შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის დაგეგმილი ცვლილება ერთ პერსონაზე მორგებულად ხდება. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტიც განმარტა და აღნიშნა, რომ მათი პირველი ინიციატივა სწორედ პერსონებთან დაკავშირებით სპეკულაციების თავიდან არიდებას ემსახურებოდა, პრეზიდენტის მხრიდან კი სწორედ სპეკულაციებს და არაკორექტულ მიდგომას ქონდა ადგილი:

„აქ არაფერ შუაშია ცენზურა და მუქარა, მანამდე ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი თუ რა ცვლილებებს ვგეგმავდით კონსტიტუციაში, ჩვენი ხედვა პირდაპირ ცხადყოფდა იმას, რომ სპეკულაციები პრეზიდენტთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად უადგილო. ამის საპასუხოდ მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმის საპირისპირო რამ თქვა რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენ ვადასტურებდით კონკრეტული არგუმენტებით რომ არცერთი ცვლილება მარგველაშვილის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ „სპიკერის განცხადება იყო დასანანი ამ განცხადებამ ცხადყო რომ საქმე გვაქვს არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან არამედ ერთ პერსონაზე მორგებულ ცვლილებებთან“, ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. ჩემი შემდგომი განცხადება კი ეხებოდა იმას, რომ თუ სპეკულირება ამ თემასთან დაკავშირებით მაინც უნდა გაგრძელდეს და ჩვენ კორექტული მიდგომას არაკორექტული მიდგომა უნდა დახვდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ გადავალთ იმ წესზე, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე უკეთ ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების მიზნებს.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაიწყეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42