ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულების უვადოდ შეჩერებასთან დაკავიშირებით განხილვის საკითხად იქცა, აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, გამარჯვებული საქართველო დარჩება:
„ჩვენ მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა, არ გვქონდა არავითარი ინეტერესი, მათ შორის არავითარი პოლიტიკური, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაირღვა თუ არა რაიმე, თქვენ არასწორად თქვით, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, დღეს უკვე საქმეს ჰქვია რუსთავი 2-საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვალდებულნი ვართ დავიცვათ საქართველოს პრესტიჟი, უზენაესი სასამართლოს პრესტიჟი, ეს არის დაპირისპირება რუსთავი 2-ის მენეჯმენტსა და საქართველოს შორის, დარწმუნებული ვარ რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსთავი 2-ის მენეჯმენტი უპირისპირდება საქართველოს და გამარჯვებული გამოდიოდა ყოველთვის საქართველო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






