„მერიამ თავისი წილი გასაკეთებელი საქმე გააკეთა“ - დავით ნარმანია „ბავშვთა სამყაროს“ საკითხზე
პოლიტიკა - 19:11, 07 Mar, 2017     1504

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების საკითხზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კრედიტების გადავადების პროცესი მიმდინარეობს:

”კრედიტების გადავადების პროცესი მიმდინარეობს, ასე რომ, რატომ დააყენა ოპოზიციამ ეს საკითხი, ჩემთვის გაუგებარია, ან რა სიტყვებს ამბობენ, დაუკვირდნენ თავიანთ გამონათქვამებს, თავიანთ შესაძლებლობებს, კარგად გაიხსენონ თავიანთი წარსული. ამის მერე მათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ ამდაგვარ საკითხებზე.

მერიამ თავისი წილი გასაკეთებელი საქმე გააკეთა, როდესაც თავის თავზე აიღო მთელი რიგი საკითხების კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებთან ერთად. ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კრედიტების გადავადებასთან დაკავშირებულ ნაწილში. აქ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს ეროვნულმა ბანკმა, ბანკების ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ დარჩენილ ნივთებთან დაკავშირებულ საკითხებზე, დემონტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ვიმუშავეთ ბაზრებისა და ბაზრობების ასოციაციასთან, რათა დაზარალებულები განთავსებულიყვნენ შეღავათიანი პირობებით და გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე. ბევრი სხა საკითხი, რაც ჩვენს კომპეტენციაში ჯდებოდა, გავაკეთეთ. მომავალში თუ რაიმეა საჭირო, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ გავაკეთოთ, მაგრამ ის, რომ მერიამ თავის თავზე აიღოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, ამისთვის მოიძიოს რესურსი, ეს არარეალურია. ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობის საკითხი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42