ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზა, რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას „ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს დემოკრატიული სისტემის იმიჯზე დარტყმად“ აფასებს. აღნიშნულზე ბრაიზამ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა:
„ვეთანხმები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ რუსთავი2–ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი ქართული სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომას შეზღუდავს. ამასთან, ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მალევე მოჰყვა, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს დემოკრატიული სისტემის იმიჯზე მიყენებული დარტყმაა. ტრანსატლანტიკური საზოგადოება იმ ქვეყნების ჯგუფის ერთობლიობაა, რომელთა აქტიური მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტია“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
მასალის გამოყენების პირობები






