"სწორედ რ2-ის გუნდის მხარდასაჭერად მოვედი, ის გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო გახდა"- საფრანგეთის ელჩი
პოლიტიკა - 18:52, 07 Mar, 2017     3369
დიპლომატებისა და რუსთავი2-ის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ რუსთავი2-ის საქმეს გამოეხმაურა საფრანგეთის ელჩი პასკალ მონიე, მისი თქმით რუსთავი2 გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო გახდა საქართველოში და მფლობელის ვინაობის მიუხედავად, რუსთავი2-ის დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო სარედაქციო პოლიტიკა დარჩეს ისეთი, როგორიც დღესაა. პასკალ მონიეს განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი იყო. საფრანგეთის ელჩის თქმით სასამართლოს დამოუკიდებლობა ნამდვილი დემოკრატიის გარანტიაა და სურს იმედი იქონიოს, რომ საქრთველოს მთავრობა არ ერევა სასამართლოს საქმეებში:

"დღეს სწორედ რუსთავი2-ის გუნდის მხარდასაჭერად მოვედი. თქვენი ტელეარხი ძალიან პოპულარულია, უამრავი ადამიანი უყურებს თქვენს გადაცემებს. ის ფაქტი, რომ გაქვთ პოზიტიური, კონსტრუქციული და კრიტიკული მიდგომა ახალი ამბების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როდესაც ძლიერი უმრავლესობა არსებობს და მთავრობას შეუძლია, თავი მშვიდად იგრძნოს პოლიტიკის გატარებისას პარლამენტის სრული მხარდაჭერით, არასამთავრობოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას უფრო დიდი როლი ეკისრება. ამიტომ საფრანგეთის საელჩომ გამონაკლისი დაუშვა და განცხადება გააკეთა საქართველოსი დემოკრატიის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, მთავრობა მოგვისმენს. ჩვენ არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში და, როგორც ასეთი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მას რა შედეგებიც მოყვება. ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიღო თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება და ამით აჩვენა, რომ საქმე მნიშვნელოვანია. ევროკავშირში ყველას ესმის, რომ რუსთავი2 გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო გახდა საქართველოში. სწორედ ამიტომ გყავთ ბევრი მხარდამჭერი. წავიკითხე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრა სტრასბურგში. გასაგებია ისიც, რომ ყველა პარტია გამოხატავს საკუთარ აზრს სასამართლოს მიმართ. ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ სასამართლოს საქმეებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაც ნამდვილი დემოკრატიის გარანტიაა და გვინდა, იმედი გვქონდეს, რომ მთავრობაც არ ერევა სასამართლოს საქმეებში," - განაცხადა პასკალ მონიემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42