,,მააა, ამასაც შენი დიდი სიყვარულით ვაკეთებ...“ - ირაკლი მახვილაძის ემოციური მიმართვა
სოც.მედია - 18:30, 07 Mar, 2017     133464
მაია ასათიანის გარდაცვლილი შვილის, ნუცას მამა ირაკლი მახვილაძე ფეისბუქის გევრდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც მძიმე წუთებში მას და მის ოჯახს გვერდით დაუდგა.

ირაკლი მახვილაძე: ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი მიმართვის დაწერა მომიწევდა საკუთარ შვილზე. მააა, ამასაც შენი დიდი სიყვარულით ვაკეთებ.

ვერანაირი სიტყვები და მადლობა ეყოფა იმას რაც ჩვენმა ოჯახმა იგრძნო და მიიღო ამ დღეების განვალობაში. პირველ რიგში მადლობა ტელეკომპანია იმედის და რუსთავი2-ის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს ასეთი არნახული თანადგომისთვის და დახმარებისთვის. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ რა ძალას გვმატებდა ეს ჩვენ.

მადლობა, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პირადად კონსულს ქ-ონ სინდი სკრივენს და ბ-ნ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს. ეს თქვენი დამსახურებაა ჩვენ რომ ბოლო წამამდე ნუცას გვერდით ვიყავით.

მადლობა, ნუცას მეგობრებს, კურსელებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და უცხო ადამიანებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები. მარიამ გეგუჩაძეს, მარიამ მე არასოდეს დამავიწყდება რაც შენ ნუცასთვის გააკეთე. შენ დიდი ადამიანი ხარ.

მადლობა,საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, მის თითოეულ თანამშრომელს, ქ-ონ ეკა სირაძე-დელონეს და ბ-ნ გოჩა ჯავახიშვილს. ჩვენს ჩასვლამდე თქვენ იყავით ნუცას მშობლები. და შემდეგაც თქვენ ერთ დღეში შეძელით გაგეკეთებიინათ ის რასაც ხანდახან რამდენიმე კვირა ჭირდება.

არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკს, მადლობა მამა ანტონ სულიერი და ფიზიკური თანადგომისთვის. თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღვთისმსახური.

მადლობა პარიზის ჰოსპიტალის მედ-პერსონალს, თქვენ ბოლო წამამდე იბრძოლეთ ნუცასთვის. მე დავინახე როგორ მძიმედ განიცადეთ ეს დამარცხება.

მადლობა საქართველოს ავიახაზებს და ეკიპაჟს. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ ფაქტობრივად შესვენების გარეშე განახორციელეთ უკან ფრენა.

მადლობა თითოეულ ადამიანს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს და განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს ვინც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს ტკივილი.

მადლობა პატრიარქს, მადლობა თქვენო უწმინდესობავ იმ გულითადი თანადგომისთვის და დალოცვისთვის რაც ჩვენ მივიღეთ თქვენგან.

მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ ტკივილს.

და მადლობა შენ ნატა, მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად მოგვიწევს ამ დიდი ტკივილის ტარება.

მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები. მაააა, ძალიან მიყვარხარ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42