"პარლამენტმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს"- ომბუდსმენი სონღულაშვილის ინიციატივაზე
პოლიტიკა - 16:33, 07 Mar, 2017     1122
სახალხო დამცველი დავით სონღულაშვილის ინიციატივას ხეების ჭრასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, დედაქალაქში არსებული მწვავე მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმართული უნდა იყოს მწვანე საფარის მაქსიმალურად დაცვისაკენ და არ უნდა გააუარესოს არსებული მდგომარეობა.

როგორც ცნობილია, 2016 წლის ბოლოს, 15 დეკემბერს (ხუთშაბათი) პარლამენტში დარეგისტრირდა სამშენებლო კომპანია „m2 უძრავი ქონების“ საკანონმდებლო წინადადება, რომლის ძირითადი მიზანი დედაქალაქში ხეების მოჭრის გამარტივება იყო. აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილება მომდევნო დღესვე, 16 დეკემბერს (პარასკევი) მიიღო და მისი განხილვა 3 კომიტეტს დაავალა. 20 დეკემბერს (სამშაბათი) აღნიშნული საკითხის განხილვა 2 კომიტეტის დღის წესრიგში მოხვდა. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას, რომლის მიხედვითაც: „თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, ბიზნესი მნიშვნელოვნად შეფერხდება მსხვილი, ქვეყნისათვის სასიკეთო ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების განხორციელებაში და შეუძლებელი იქნება ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება.“ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტმა ძალიან მოკლე ვადაში განიხილა და მოიწონა, რის შემდეგაც, 22 დეკემბერს (ხუთშაბათი) პარლამენტში დარეგისტრირდა პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივა ხეების ჭრასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტად ქცევას რეალურად მხოლოდ 1 კვირა დასჭირდა. მწვავე საზოგადოებრივი გამოხმაურების გამო, კანონპროექტის განხილვა ასეთივე სწრაფ რეჟიმში აღარ გაგრძელებულა და დღეს 2017 წლის 7 მარტს წამყვანი კომიტეტი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი) მას პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი ძალიან მწირ გარანტიებს შეიცავს დედაქალაქში მწვანე საფარის დაცვის უზრუნველსაყოფად. კონკრეტულად, ხეების ჭრისას გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ღონისძიება, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციოდ გარკვეული თანხის გადახდას გულისხმობს. სხვა ღონისძიებები აღნიშნული კანონით გათვალისწინებული არ არის. დავით სონღულაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ამ ერთადერთი დამცავი მექანიზმის – კომპენსაციის გაუქმებას განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონპროექტი ასევე ვერ ახერხებს გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ხეების მდგომარეობისა და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობის დადასტურებას.

იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში მწვანე საფარისა და ზოგადად, ეკოლოგიის კუთხით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ხოლო ახალი მშენებლობები რეალურად უსისტემოდ მიმდინარეობს და დარჩენილ მწვანე ზონებს ემუქრება, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას და ახალი რეგულაციები მათზე დაყრდნობით მიიღოს"- აღნიშნავს სახალხო დამცველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42