12 აგვისტო, შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს
პოლიტიკა - 16:17, 07 Mar, 2017     7511
საქართველოს პარლამენტის წევრები 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. შესაბამისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ალექსანდრე ქანთარიამ, აკაკი ზოიძემ, ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, კობა კობალაძემ, ლევან კობერიძემ და კარლო კოპალიანმა მიმართეს.

კანონპროქტის მიხედვით, ცვლილების მიზანი, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, მთავრობის მხრიდან "ძალისხმევის გაძლიერებაა" სახელმწიფო გაერთიანების და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

„კანონპროექტის მიღების ძირითადი საფუძველია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. ეს დღე არის მეფე დავით აღმაშენებლის, როგორც უდიდესი სამხედრო სტრატეგის, მისი საბრძოლო მანევრის შედეგი და ამავე დროს, ეს არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს, ეროვნული სულის გამარჯვების დღე. ქართული სახელმწიფოს მხრიდან დღეს, როდესაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. დიდგორის ბრძოლა ზუსტად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაცია. დიდგორობის, როგორც „სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და მასშტაბურად აღნიშვნა, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება.

კანონპროექტის მიღების ძირითადი საფუძველია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. ეს დღე არის მეფე დავით აღმაშენებლის, როგორც უდიდესი სამხედრო სტრატეგის, მისი საბრძოლო მანევრის შედეგი და ამავე დროს, ეს არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს, ეროვნული სულის გამარჯვების დღე. ქართული სახელმწიფოს მხრიდან დღეს, როდესაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. დიდგორის ბრძოლა ზუსტად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაცია. დიდგორობის, როგორც „სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და მასშტაბურად აღნიშვნა, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება.“- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42