20 თეზისი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშრებით - ნიკა მაჭუტაძე
პოლიტიკა - 14:37, 07 Mar, 2017     1668
,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი და სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის წევრი ნიკა მაჭუტაძე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით 20 თეზისს წარმოადგენს. მაჭუტაძე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მოქალაქეებს ეს უფლება წაერთვას. მისივე თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოების ისტორიაში არსებული პოლიტიკური უფლების ალაგვნის პრაქტიკა არ არსებობს.


,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავზობთ ნიკა მაჭუტაძის 20 თეზისს:

კიდევ ერთხელ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით.

20 თეზისი.

წარმოგიდგენთ ჩემს თეზისებს, რომლითაც გამოვდიოდი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის, არსებული სახელმწიფო-კონსტიტუციური და ინსტიტუციური წესრიგის დასაცავად.

ამ თეზისებს წარმოვადგენდი მუდამ, როგორც მოქალაქე და როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

ამ თეზისებს ვაჟღერებდი სხვადასხვა დროს საჯარო სივრცეში, ჰქონდა მაღალი გამოხმაურებები, მაგრამ კონსოლიდირებულად გთავაზობთ პირველად:

✔️ არავის აქვს ლეგიტიმაცია მოქალაქეებს გამოსტაცოს მთავარი პოლიტიკური უფლება - აირჩიოს პრეზიდენტი;

✔️ არსებული პოლიტიკური უფლების ალაგმვის პრაქტიკა არ არსებობს დემოკრატიების ისტორიაში;

✔️ სუსტი პრეზიდენტი (ინსტიტუციურად) ქმნის ნოყიერ ნიადაგს, სადაც წარმატებით აღმოცენდება არაფორმალური მართვა;

✔️ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცალკე შტო არ არის, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი არის ბალანსის და დეკონცენტრაციის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო;

✔️ მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი ქმნის პოლიტიკური სტაბილურობის და სტაბილური განვითარების ცენტრს;

✔️ პრეზიდენტი უკვე არის ტრადიციული სახელმწიფო ინსტიტუტი, მისი არჩევა არის სახელმწიფო-პოლიტიკური ტრადიცია; დაუშვებელია ასეთი ტიპის ტრადიციის ხელყოფა;

✔️ ირიბი არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლების, უმაღლესი ინსტიტუციების, კონსტიტუციური ორგანოების უზურპაცია არის უმარტივესი;

✔️ პრეზიდენტის ინსტიტუტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები 1991 წელს გაიმართა აფხაზეთშიც. ამ უფლების გაუქმება არის საშინლად არაკორექტული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი - მათ ყოველგვარი ჩართულობის გარეშე ვართმევთ ერთიანი სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლებას;

✔️ პრეზიდენტის არჩევნები არის მოქალაქეთა პოლიტიკური ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. დაუშვებელია ამ მექანიზმის პოსპობა. ეს დააზიანებს, შეასუსტებს სახელმწიფოს აღქმას და მოსპობს სახელმწიფო-პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობას;

✔️ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის და სახელმწიფოს სახე, მისი წარმომადგენელი და სიმბოლო. დაუშვებელია, მოქალაქეს არ ჰქონდეს თავისი წარმომადგენლის გამორჩევის შესაძლებლობა;

✔️ პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ზეპოლიტიკური კონსტიტუციური ორგანო, სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც უნდა იდგეს ყველა ვიწროპარტიულ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასეთი ვერ იქნება;

✔️ პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის, სახელმწიფოს ერთიანობის, საზოგადოების ორგანული მთლიანობის განსახიერება - საპ. უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება არათუ ასეთი, საერთოდ ვერანაირ კონსოლიდაციას ვერ წარმოადგენს;

✔️ მმართველი უმრავლესობა არ სარგებლობს საკმარისი სახალხო ლეგიტიმაციით;

✔️ საქართველოს პარლამენტის ეს მოწვევა არ სარგებლობს ამ ტიპის ლეიტიმაციით;

✔️ პრეზიდენტის ინსტიტუტი უკავშირდება უმაღლეს კონსტიტუციურ დებულებებს. დაუშვებელია კონსტიტუციური ცვლილებები მოკლე პოლიტიკური დროის, პოლიტიკური თუ პიროვნული მიზანდასახულობებით;

✔️ პრეზიდენტის ინსტიტუციური მოდელის ხელყოფა ხელყოფს კონსტიტუციურ ეთიკას და ლოგიკას, კონსტიტუციის სულს, მის სადამფუძნებლო ხასიათს და წესრიგს, რომელსაც გვთავაზობს კონსტიტუცია;

✔️ ასეთი მიდგომები სპობს კონსტიტუციის ავტორიტეტს, როგორც ღირებულებათა ჭურჭელს, როგორც საერთო საზოგადოებრივ ხელშეკრულებას;

✔️ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დიდწილად იგივდება საქართველოს სახელმწიფოს იდენტობა, მისი თავგადასავალი, გამარჯვებები და ტკივილები. პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი არის მაღალი სოციალური გამოხმიანება. დაუშვებელია ამ გამოხმიანების შემცირება;

✔️ პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და იგი უნდა ქმნიდეს საერთო კონსოლიდაციის პერსპექტივას მოქალაეებში. უნდა იყოს საერთო სახალხო ავტორიტეტი. მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასეთ შესაძლებლობას ბუნებრივად არ იცნობს;

✔️ პრეზიდენტის უფლებების შევიწროებით პრემიერის უფლებათა ზრდის პარალელურად შედეგად მოგვცემს ერთმმართველ პრემიერს უფლება-მოსილების მასთან კონცენტრაციის გზით. არ მოგვწონდა განუსაზღვრელი უფლებების პრეზიდენტი, არ მოგვწონს განუსაზღვრელი უფლებების პრემიერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42