"რცხვენოდეთ ნამდვილად! ეს ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა“ - მარტვილის ეპარქიისთვის ჩამორთმეული ,,ნივა“
პოლიტიკა - 14:49, 07 Mar, 2017     17748
მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აბაშის გამგეობის გადაწყვეტილებას, რომელის საფუძველზე ჭყონდიდის ეპარქიას 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვეს "უგუნურს" უწოდებს.

როგორც "ნიუპოსტს" იღუმენიამ განუცხადა, „ნივა“ ძველი იყო და ბოლო პერიოდში მონასტერმა საკუთარი ხარჯებით შეაკეთა.

"როგორც იცით, წაჩხურუს მთავარანგელოზების ტაძარი სასწაულთმოქმედია, სადაც უშვილო წყვილები აკვნით ადიან და ღმერთს შვილის ჩუქებას ევედრებიან. აღნიშნული ავტომობილი მონასტერს აბაშის მაშინდელმა გამგებელმა გადასცა, რომ მაღალმთიან ადგილზე არსებულ მონასტრებს მომსახურებოდა.

მე არ ვიცი, რა წერია ხელშეკრულებაში, მაგრამ ჩვენ აღვიქვამდით ავტომობილს, როგორც საჩუქარს. გაგიგიათ ხუთი წლით რაიმე გაჩუქონ და მერე უკან წაიღონ? თავის დროზე რომ ვერ გაკეთდა ჩუქება, მათი (გამგეობის) სურვილი იყო, ასეთი ფორმით გადმოეცათ ავტომობილი. წესით მერე თვითონ უნდა მოეფიქრებინათ, ჩუქება როგორ უნდა მომხდარიყო: ხელშეკრულება უნდა გაგრძელებულიყო, ჩუქება უნდა მომხდარიყო თუ რა... კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ეს "ნივა" იყო თვითმმართველობის საჩუქარი. როგორც მოქალაქეს გეკითხებით: ახლა რომ წაიყვანეს, გამგებელი დაჯდება? თუ რამეში გამოიყენებენ?, მათთვის გამოყენებისთვის ვარგისი რომ ყოფილიყო, ხომ არ გადმოგვცემდნენ? მათ ხომ თავის დროზე ჩამოწერას ამჯობინეს, სიკეთე გაეკეთებინათ და გადასცეს ეპარქიას. მონასტერს რომელსაც ავტომობილი ძალიან სჭირდებოდა. ყველამ იცის, სად მდებარეობს წაჩხურის მონასტერი და რამდენად საჭიროა ორხიდიანი ავტომობილი გადაადგილებისთვის"- განაცხადა "ნიუპოსტთან იღუმენია თამარ გამყრელიძე.

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი აბაშის გამგებელის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ჩამორთმევა ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება.

იღუმენია თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ მამუკა კვიტაშვილის განცხადება, რომ ეპარქიას შეიძლება ავტომობილი დაუბრუნდეს, "უბრალოდ დაცინვაა".

"რცხვენოდეთ ნამდვილად...! თუ ამის სურვილი ჰქონდათ, თავიანთი პირობა უკან არ წაეღოთ და პირდაპირ ხელშეკრულება გაეგრძელებინათ. ეს ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს"- განმარტა იღუმენიამ.

"ნიუპოსტის" კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აბაშის გამგეობის გადაწყვეტილება ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი აღნიშნავს:

"მათ გონიერებაც კი არ ეყოთ... ასეთი ეჭვი რომ არ დაბადებულიყო, მსგავსად არ მოქცეულიყვნენ. ჩემი პასუხი თქვენ კითხვაზე ეს არის"- დასძინა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელიც აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს, 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42