"ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი“ - ჯანელიძე
პოლიტიკა - 14:27, 07 Mar, 2017     5921
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიას შეხვდა.
მინისტრებმა გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

”ეს ვიზიტი იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული კავშირები და ეს საფუძვლად უდევს დღეს ხალხთა შორის და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და მეგობრობას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგი, შევთანხმდით, რომ ყველა საკითხს, რომელიც ეხება ეკონომიკას, კულტურას, ტრანსპორტს, განათლებას, მეცნიერებას, განვიხილავთ უფრო დეტალურად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. ვისაუბრეთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებზე და შესაძლო სამმხრივ ფორმატებზე. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე, რომელიც ორიენტირებულია ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი. ჩვენ მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ ამ მიმართულებით. ვიზალიბერალიზაცია ძალიან მტკიცედ იყო მხარდაჭერილი საბერძნეთის მხრიდან“ - განაცხადა ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42