გიორგი მღებრიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გახსნა
პოლიტიკა - 14:08, 07 Mar, 2017     1689
თბილისში ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა.

ღონისძიებაში საქართველოსა და 18 ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, თურქეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენელი პოლიციელი ქალები მონაწილეობენ.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დიდი ძალაა, რომ მის რიგებში, მამაკაცებთან ერთად, პროფესიონალი პოლიციელი ქალბატონები არიან. ეს დასავლური სტანდარტია, რომელსაც ვუფრთხილდებით და რომლითაც ვამაყობთ.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებების დასაცავად ჩამოყალიბებული პოლიტიკის რეალიზაციაა. ამ მიზნით, უახლოეს წარსულში რიგი საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები გატარდა და მომავალშიც განხორციელდება. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს ე.წ. "სტამბულის კონვენციის" ხელმოწერა და თანმდევ ნორმატიულ აქტებში, გენდერული მგრძნობელობის გაზრდის კუთხით, შესაბამისი ცვლილებების მომზადება,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კონფერენციაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.

კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“, საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კონფერენციის ფარგლებში, ქალი-სამართალდამცველები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიუმჯობესებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა მათი ეფექტიანი მუშაობისთვის და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42