,,დღეს გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს“- რ2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 12:37, 07 Mar, 2017     9280
,,ხელისუფლება მზად არის დააკნინოს სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, რასაც მხოლოდ რუსეთი კადრულობს“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნაქთვამი, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების რეაქციამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ქვეყნის დე იურე ხელისუფლებისათვის ბევრად მნიშვნელოვანია დე ფაქტო მმართველის სურვილების უპირობო აღსრულება, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების აწმყო და მომავალი.

სიმპტომატიურია, როდესაც ერთადერთი მიზნის გამო - თავი გამოიჩინონ ერთპიროვნულ მმართველთან და ასიამოვნონ მას, მზად არიან, ღიად დააკნინონ სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, რასაც მხოლოდ რუსეთი კადრულობს, ან რამდენიმე საათიანი შეტყობინებით “დაადგნენ” ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს და მასზე მოახდინონ ზეგავლენა. არანაირი სხვა დატვირთვა აღნიშნულს არ გააჩნია, რადგან საფუძველშივე აბსურდული და საღ აზრზს მოკლებულია.

ამასთან, აღნიშნული გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები იმასაც ადასტურებენ, რომ მმართველი გუნდი არ დაიხევს უკან და მაინც ეცდება ერთი პირის ოცნებების აღსრულებას.

დღეს გაჩერების და თვითკმაყოფილების ფუფუნება არ გვაქვს. სტრასბურგის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გზავნილია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისათვის. თუმცა, შუალედური გადაწყვეტილება იმოტომაცაა შუალედური, რომ სასამართლოს ესაჭიროება დრო საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად. შესაბამისად, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ მისცენ საშუალება ევროპულ სასამართლოს, როგორც სასამართლომ ეს განაცხადა შემჭიდროვებულ ვადებში, განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს საბოლოო, მიუკერძოებელი და სამართლიანი ვერდიქტი. ნებისნიერი განსხვავებული მიდგომა ხელისუფლების მხრიდან ჩაითვლება ჩვენი ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად, რის დასაცავადაც საქართველოს მოსახლეობა იმაზე მეტს იღებდა და დღესაც გაიღებს, ვიდრე ეს დე დაქტო თუ დე იურე მმართველებს წარმოუდგენიათ” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42