გაუთქმელობის პრინციპთან დაკავშირებით ცვლილება სს კოდექსში - ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა
პოლიტიკა - 12:28, 07 Mar, 2017     1670
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს და დაცვის მხარიდან უფლებები გაიზარდოს, რათა მხარეთა თანასწორობა დაცული იყოს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგის მამალაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალის ირგვლივ ნათელი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმის შესახებ საჯარო კომუნიკაციასთან დაკავშირებით დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში იმყოფება. ეს არღვევს მოქალაქის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებას - მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გამოიკვეთა, რომ პროკურატურა ამ უპირატესობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს:

1. პროკურატურა და მასთან დაახლოებული ბრალდების მოწმეები ასაჯაროვებენ ცალმხრივ და ზოგჯერ მცდარ ინფორმაციას, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს აკრძალული აქვს საკუთარი არგუმენტების წარდგენა. ამის შედეგად ბრალდებულის წარმოჩენა მიკერძოებულად, განზრახ ნეგატიურად კუთხით ხდება .

2. დაცვის მხარეს აკძალული აქვს საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან კომუნიკაცია, მათ შორის დოკუმენტაციის მიწოდება. ეს მიდგომა ქმნის საფრთხეს, რომ სახალხო დამცველისათვის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება გაუთქმელობის ვალდებულების დარღვევად ჩაითვალოს და პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად და მხარეთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ენმ წარმოადგენს შემდეგ ინიციატივას - სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. თუ პირისათვის ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილე მხარე ანუ ბრალდებული, ადვოკატი ან/და მოწმე დაავალდებულოს არ გათქვან სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ 24 სთ-ის განმავლობაში შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს. მანამ სანამ სასამრთლო შუამდგომლობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარე ვალდებულია შეასრულოს გაუთქმელობის ვალდებულება.

2. შუამდგომლობის მიღებიდან 24 სთ-ში სასამრთლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა მხარის მიერ საქმის შესახებ ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ, ან არ დაეთანხმოს პროკურატურას, რის შედეგაც მხარეს ენიჭება უფლებამოსილება საჯაროდ ისაუბროს საქმესთან დაკავშირებით.

3. მხარეს არ შეიძლება აეკრძალოს აწარმოოს კომუნიკაცია სახალხო დამცველთან სისხლის სამართლებრივი საქმის ირგვლივ, მათ შორის მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

4. სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობას დაკმაყოფილების შემთხვევაში როგორც დაცვის მხარეს, ასევე პროკურატურას ეკრძალება საქმის დეტალებზე საუბარი.

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხალხის მხარდაჭერით განახორციელებს ამ ინიციატივას.“- განაცხადა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42