როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, უკანტაქტო პატრულირებას განახორციელებენ პოლიციის ავტომანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, თუმცა პოლიციის ეს ავტომობილები იქნება საპარტულ პოლიციის დაქვემდებარებაში ანუ იმ ქვედყოფის დაქვემდებარებაში, რომელსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება არ აქვს.
„ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც განსაზღვრავს მარშუტებს,“ -აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, სადაც პოლიციის აღნიშნული ავტომობილები იმოძრავებენ, ყველა შესასვლესა და გასასვლელში იქნება დამონტაჟებული ამოსაცნონი ნიშნები, იმის თაობაზე, რომ ამ მონაკვეთზე ხორციელდება უკონტაქტო პატრულირება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნლოვანია, რომ კანონპროექტში ჩაიდო ვადა, რომლის თანახმად, ინფორმაცია, რომელიც გადაღებული იქნება ამ წესით მოძრავი ავტომობილების მიერ, უნდა განადგურდეს 24 საათის გამნმავლობაში მისი გადაღებიდან.
შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, ქულების შემცირების გამო, მოხდება ერთი წლით მართვის მოწმობის შეჩერება და არა გაუქმება, ხოლო ვისაც სურვილი ექნება ამ ერთი წლის განმავლობაში აღიდგინოს მართვის მოწმობა, უნდა ჩააბაროს გამოცდა.
ცვლილებათა პაკეტს უკვე შემდეგში მუხლობრივად განიხილავენ და სესიაზე გაიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები






