„რუსთავი 2“-სთვის აღსრულების შეჩერების მექანიზმის გაგრძელება - სტრასბურგის გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი
პოლიტიკა - 10:57, 07 Mar, 2017     21395

ტელეკომპანია რუსთავი 2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, დიდი ალბათობით რუსთავი 2-სთვის აღსრულების შეჩერების მექანიზმის გაგრძელებასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ გააჩნიათ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან:

“მხარე, რომელიც მეორე მხარეა ჩვენს ქვეყანაში, გამოხატავს სურვილს, რომ იყოს მესამე პირად ჩართული უკვე იმ დავაში, შესაბამისად, მე მგონი ეს ბუნებრივია. გვექნება შესაძლებლობა, რომ ვნახოთ სტრასბურგის მოსამართლეები რას გადაწყვეტენ დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, ანუ იმასთან დაკავშირებით, რომ აღსრულება უნდა შეჩერდეს გარკვეული ვადით,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლების ყველანაირი მცდელობა, ევროპის სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინონ, უშედეგო იქნება.

„საგარეო საქმეთა მინისტრის სამარცხვინო ვიზიტი, პრაქტიკულად პრეცედენტი არ აქვს და სხვებიც, რომლებიც ივანიშვილის ინტერესებს ახორციელებენ რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, რა თქმა უნდა, წარუმატებლად დასრულდება, იმიტომ, რომ საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა თუ რა მავნებლური გეგმა ჰქონდა ივანიშვილს რუსთავი 2-თან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო თავის კომპეტენტურ და გადამწყვეტ სიტყვას იტყვის საქართველოში მედიის თავისუფლების და რუსთავი 2-ის დასაცავად,“ - აცხადებს გია ბარამიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42