ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარარე მოვლენებს ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. მისი თქმით, ტელეკომპანიას შეზღუდვა არ ჰქონდა და არც მომავალში ექნება.
აღნიშნულ საკითხებზე განცხადება ვიდეომიმართვის სახით ვიცე-პრემიერმა სოციალურ ქსელში გააკეთა:
„დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელ ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შემაშფოთებელი ვინმესთვის? ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები და ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? ვისგან? რისგან? ნაციონალების დროს ერთმა მფლობელმა, ნაციონალების დროს მეორე მფლობელს რომ დააბრუნებინა ტელევიზია სასამართლოს ძალით, ეგ გახდა ტქვენი ტავისუფლების პრობლემა? ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტანცია გაიარა, სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებითც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები, უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას, იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად და როცა აღწევენ მიზანს, მერე ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მონაპოვარი. ის, რაც ამ დღეებში რუსთავი 2-ის ირგვლივ ხდება, არის ზუსტად მაგის მაჩევნებელი“, - აცხადებს კახა კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






