,,საგარეო საქმეთა მინისტრი ლახავს ყველაფერს, რაც კი საქართველოს დიპლომატიას დღემდე გაუკეთებია სტრასბურგში”
პოლიტიკა - 23:45, 06 Mar, 2017     8086
რა მიზნით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში და რა კავშირი აქვს ქვეყნის პირველი დიპლომატის ვიზიტს რუსთავი 2-ის საქმესთან? ჯანელიძის სტრასბურგში ჩასვლას განცხადებით ეხმაურება ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა ჟღენტი, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ადგილს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში. ჩვენი კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოსთვის ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას გააჩნია უპირატესი ძალა ნებისმიერ სხვა საკანონმდებლო აქტებთან, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

1999 წლეს საქართველოსთვის ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. განსხვავებით თითქმის ყველა სხვა სახელმწიფოსგან, საქართველომ ერთი თვის განმავლობაში მოახერხა კონვენციის ხელმოწერა და რატიფიცირება, რაც უპრეცედენტო იყო და აბოსლუტურად გაუმართლებელიც. გაკეთდა ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ ვიღაცას უნდოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის გამონთავისუფლება უმოკლეს ვადაში. შესაბამამისად, არანაირი დათქმა კონვენციის ტექსთან მიმართებაში საქართველოს არ გაუკეთებია. ესეც პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში.

საქართველო განუხრელად იცავდა მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას. იყო ეს შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლება. იყო უაღრესად სენსიტიური საქმეები ამ ხელისუფლებებისათვის (მაგ. ასანიძე, გირგვლიანი), მაგრამ ვალდებულებები სრულდებოდა. სრულდებოდა შუალედური ღონისძიებებიც. მეტიც, ჩვენ მათ ვითხოვდით კიდეც, მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ასეთი ზომა მიიღო და მიმართა რუსეთს.

დღეს, ხელისუფლების სატელიტი გარკვეული ძალების მხრიდან და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაიწყო პირდაპირი შეტევა ევროპულ სასამართლოზე. აღნიშნული არ გაუკეთებია არც შევარდნაძეს არც სააკაშვილს. ვიმეორებ, მიუხედავად მეტად პრობლემური საქმეებისა, რაც სასამართლომ განიხილა საქართველოს წინააღმდეგ.

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად ეწვია სტრასბურგს და შეხევდრები გამართა სტრასბურგის სასამართლოში! გუშინ დავბრუნდი სტრასბურგიდან და მეც მქონდა შეხევდრები, როგორც საბჭოს სამდივნოში, ასევე სასამართლოს რეგისტრატურის წარმომადგენლებთან. ასეთი ვიზიტი გუშინდელი დღის მონაცემებით არ იგეგმებოდა. რა მოხდა? რატომ ჩაბრძანდა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სასწრაფოდ სტრასბურგში? ასევე გაურკვეველია რა შუაშია საგარეო საქმეთა მინისტრი სასამართლოში მიმდინარე დავასთან?!

სასამართლოში საქართველოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ივანიშვილის მმართველობის დროს იუსტიციის სამინისტროს როლი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ჩემი ინფორმაციით სწორედ ეს სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის იმ სხდომებზეც, სადაც განიხილება სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხები. ადრე აღნიშნულ ფუნქციას ორი სამთავრობო უწყება კოორინდირებულად ახორციელებდა. დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წვდომაც კი არ აქვს სასამართლოს იმ მასალებთან რაც მოემართება საქართველოში.

ამ პირობებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის სტრასბურგში და შეხვედრებს მართავს სტრასბურგის სასამართლოში. ანუ, რეალურად იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ერთვება იმ საქმეში, რაც მის კომპეტენციაში არ შედის. ერთვება იმ ფორმით რაც სტრასბურგისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ მან ეს არც იცის. იუსტიციის მინისტრმა ეს უკვე გამოსცადა. ერთხელ ჩაბრძანდა სტრასბურგში საპარლამენტო ასამბელის სესიაზე და ყველას გვახსოვს, რომ პოლიტპატიმრებზე რეზოლუციაში სწორედ ამ ჩასვლის საპასუხოდ, მის საპატივცემულოდ დაამატეს ქართველი პოლიტპატიმრების სახელები, რაც მინისტრის ჩაბრძანებამდე, რეზოლუციის პროექტში არ ფიგურირებდა. დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი ერევა ჩაურეველში. ამით, ის არა მხოლოდ ამ საქმეში მისი მთავრობის ინტერესებს აზიანებს. ის ლახავს ყველაფერს რაც კი საქართველოს დიპლომატიას დღემდე გაუკეთებია სტრასბურგში. მიუღებელია, როდესაც ქვეყნის დიპლომატიის ხელმძღვანელს ამდენი არ ესმის და თუ არავინ ურჩევს და თუ ესმის, მზადაა კოლეგა მინისტრის ბრძანება უფრო მაღლა დააყენოს ვიდრე ქვეყნის და მისი საკუთარი უწყების ინტერესები" - აცხადებს მამუკა ჟღენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42