„თუ კი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, მე ვამბობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. გვყავს ომბუდსმენის აპარატი, რომელიც თავისთავად ისედაც გარკვეულ საკითხებში არ მოდის შესაბამისობაში პოზიციებთან, რომელიც მთავრობას გააჩნია. სწორედ ამ ჭიდილიდან გამომდინარე, ვითარდება პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, რომელიც რაღაც გარკვეულ ნაწილებში მოიკოჭლებს, ამ მოკოჭლებას არ უშველის დამატებითი განცხადებების გაკეთება, რომელიც პირადი თავის წარმოჩენაზეა მიმართული, და ვფიქრობ, ასეთი განცხადება არის პრეზიდენტის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატს მედიის წარმომადგენლებმა შეახსენეს, რომ იდეა პრემიერმინისტრს ეკუთვნის და არა პრეზიდენტს, რის შემდეგაც ვოლსკიმ საუბრის მიმართულება შეცვალა და განაცხადა, რომ ის საუბრობდა პრეზიდნტის განცხადებებზე საუბრობდა და არა მედიაომბუდსმენზე.
„პრეზიდენტის განცხადებაზე, ომბუდსმენის საკითხზე არ ვგულისხმობდი. უამრავი განცხადებებია გაკეთებული, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში, არ ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით” - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ მედიის თემასთან დაკავშირებით მუდმივი გუნდის შექმნა, რომელიც რეალურ სურათს დახატავს ცუდი არ იქნება.
,,თუ ამ თემის დასაბალანსებლად და მედიის რესურსის სწორად გამოყენებისათვის შეიქმნება სტრუქტურა, არ ვიცი რა ერქმევა, არ იქნება ურიგო. თუკი ეს საჭიროება არსებობს, ვფიქრობ არსებობს, მაგრამ როგორი სახე ექნება, როგორი სახელი ერქმევა, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელებთ კონსულტაციებს. მთავარია იყოს ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართლაც რეალურად არიან განწყობილი ამ სფეროს დაცვისაკენ, ამ სფეროში ნამდვილი, პლურალისტური გარემოს შენარჩუნებისაკენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






