თსუ სწავლის დაწყებას მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა
პოლიტიკა - 20:02, 06 Mar, 2017     802

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016/2017 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.

რთული ბიუროკრატიული ბარიერი, რაც სტუდენტების და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლების მომართვების განხილვას ახალგრძლივებდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა. 2017 წლის 1 იანვრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა დოკუმენტებთან მუშაობა.

ეს სიახლე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია სტუდენტური პროექტების დაჩქარებული წესით განსახილველად. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაუძლეველ პრობლემად ქცეული სტუდენტური პროექტების დაფინანსების საკითხი სტუდენტების სასარგებლოდ გადაიჭრა. ამ ეტაპზე სტუდენტების განაცხადების მიღება სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით მიმდინარეობს. უკვე შემოსულია 45 საპროექტო განაცხადი და გრძელდება განაცხადების მიღება სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების თაობაზე. თსუ რექტორის ინიციატივით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, თსუ-ს და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები შევიდნენ. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.

ახალი სასწავლო სემესტრიდან თსუ სტუდენტთა უფლებებს სტუდენტური ომბუდსმენი დაიცავს. სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისთვის, შესაძლო კონფლიქტების პრევენციისა, სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციისთვის, თსუ რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი. სტუდენტურ ომბუდსმენად დაინიშნა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი კიოლნის (გერმანია) სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდა მკვლევარი მარიო შიუტცე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე თსუ X კორპუსში (მაღლივი) სტუდენტებისთვის კვების ობიექტის გახსნაა. ობიექტით, ძირითადად თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის, და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და თანამშრომლები ისარგებლებენ. კვალიფიციურ პერსონალთან ერთად, სტუდენტებს და თსუ თანამშრომლებს ტურიზმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები მოემსახურებიან. მომავალში კვების ობიექტზე თსუ სტუდენტები დასაქმდებიან. უახლოეს პერიოდში კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42