ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოდან სარჩელების შემცირების პოზიტიურ ტენდენციას მიესალმება
პოლიტიკა - 18:09, 06 Mar, 2017     3375
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს გუიდო რაიმონდის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი დაეთმო ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით, მათ შორის მინისტრმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე, რაც უზრუნველყოფს სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

გუიდო რაიმონდიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპის სასამართლოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულია.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან სარჩელების რაოდენობის კლების პოზიტიურ ტენდენციას.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია წარმატებული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და ევროპის სასამართლოსთან. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ დადებით სტატისტიკაზე და აღვნიშნეთ, რომ მცირდება აპლიკაციები საქართველოდან, რაც მიანიშნებს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ასევე ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოში, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით, ასევე სხვა რეფორმებზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შესაბამისად ადამიანის უფლებების უკეთეს დაცულობას, რაც აისახება ამ პოზიტიურ სტატისტიკაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ადამიანი უფლებების კუთხით სამოქმედო გეგმის განხორციელების ნაწილში და შესაბამისად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ.

მისივე ინფორმაციით ევროპული სასამარლოს პრეზიდენტთან კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის არც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საუბარი არ ყოფილა.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ასევე ადამიანის უფლებათა კომისარის კაბინეტში და ასევე შეხვდა ევროპის საბჭოში ევროკავშირის ელჩებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42